პროექტის სახელწოდება: New Year Around the World;
პროექტის მთავარი იდეა: ვსვამ კითხვებს: იცით როდის
აღინიშნება ახალი წელი ეგვიპტეში? ან როგორ აღნიშნავს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანა
ამ დღესასწაულს?
პროექტის აქტუალობა: პროექტი
მნიშვნელოვანია იმიტომ რომ მოსწავლემ გაიმდიდროს ენობრივი მარაგი, გუნდის წევრებთან ერთად შეძლოს მუშაობა სხვადასხვა ტიპის პროექტებზე, განუვითარდეს
გუნდური მუშაობის და პრეზენტაციის უნარ-ჩვევები; მოსწავლემ შეძლოს უცხო ენაში ისტ-ს
გამოყენებით ინფორმაციის მოპოვება და დამუშავება;
პროექტის მიზნები: პროექტის ძირითადი მიზანია მოსწავლემ
შეძლოს უცხოურ ენაში ისტ-ს გამოყენებით ინფორმაციის მოძიება,
შერჩევა და დამუშავება, გაიმდიდროს ლექსიკური მარაგი, გამოუმუშავდეს გუნდის წევრებთან ერთად პროექტის განხორციელების უნარი, აგრეთვე პრეზენტაციის უნარ-ჩვევები
და უცხო ენის პრაქტიკაში გამოყენების უნარ-ჩვევები;
მონაწილეთა ასაკი: 12-14 წწ;
ვადები/ხანგრძლივობა: 1 თვე;
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას:
მოსწავლეები გაიღრმავებენ კომპიუტერთან მუშაობას, შედგება საინტერესო-შემეცნებითი პრეზენტაციები.
პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები: კომპიუტერი,
ინტერნეტი, პროექტორი;
პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები): კლასს დავყოფ
2 ჯგუფად, თითოეულ ჯგუფს დავავალებ რომ თავად შეარჩიონ მათთვის საინტერესო, მსოფლიოში აქტუალური 4-4 ქვეყანა
და მოიძიონ ინფორმაცია ინტერნეტის მეშვეობით,
თუ როდის და როგორ აღნიშნავენ ახალ წელს თითოეულ ქვეყანაში, რა ძირითადი თავისებურებები
და მახასიათებლები არის ახალ წელთან დაკავშირებული ამ ქვეყნებში, საბოლოოდ კი მოძიებული
ტექსტობრივი და ფოტო მასალა წარმოადგინონ პრეზენტაციის სახით;
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან
კავშირი: ამ პროექტის განხორციელებით მოსწავლეები გაიუმჯობესებენ უნარებს მრავალ საგანში:
გეოგრაფიაში (შეისწავლიან სხვადასხვა ქვეყნების გეოგრაფიულ ადგილმდებარეობას), ისტორიაში
(შეისწავლიან როდის დგება ახალი წელი მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში), ისტ-ში (ინტერნეტის
მეშვეობით მასალების მოძიებით, დამუშავებით და PowerPoint-ში პრეზენტაციის მომზადებით);
უცხ.ს.II.30. მოსწავლეს შეუძლია
უცხოურ ენაზე განახორციელოს სხვადასხვა ტიპის პროექტი, გუნდის წევრებთნ ერთად ახდენს ცოდნისა და უნარების
მობილიზებას, განსაზღვრავს თუ რა ცოდნა და უნარები უნდა შეიძინოს დასმული ამოცანების
გადასაჭრელად; უცხ.ს.II.33. მოსწავლე მოიძიებს ინფორმაციას/სასწავლო მასალას ინფორმაციული საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (ისტ/ინტერნეტის) მეშვეობით;
პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი): ლელა შამათავა
ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: lela.shamatava5@gmail.com
პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი: www.leka557.blogspot.com
No comments:
Post a Comment